ირანის პრეზიდენტი, ჰასან როჰანი ამბობს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის "მაქსიმალური ზეწოლის" კამპანია ჩაიშალა. მისი თქმით, სანქციების დაწესება აჩვენებს, რომ ამერიკა სასოწარკვეთილია. სანქციები 2015 წლის ირანის ატომური შეთანხმების დატოვების შემდეგ დაწესდა ამერიკის მიერ.
როჰანის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები და საუდის არაბეთი გადამეტებულად წარმოაჩენენ იმ ზიანს, რაც საუდის არაბეთის ნავთობის ნაგებობების შეტევას მოყვა თვის დასაწყისში. როჰანიმ განცხადება მანამდე გააკეთა, ვიდრე ნიუ-იორკში გაეროს ასამბლეაზე დასასწრებად წავიდოდა
როჰანიმ ტრამპის ადმინისტრაცია რეგიონში კონტროლის მოპოვების მცდელობაში დაადანაშაულა. მანამდე კი განაცხადა, რომ გაეროს ასამბლეაზე აპირების შეხვედრების დროს რეგიონული თანამშრომლობისგეგმა წარადგინოს მშვიდობის დასამყარებლად.
შეტაკებებში, რომელმაც საუდის არაბეთის ნავთობწარმოების, თითქმის, ნახევარი გააჩერა, ამერიკისა და საუდის ოფიციალური პირები ირანს ადანაშაულებდნენ. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, ორშაბათს თქვა: არსებობს "დიდი შანსი" იმისა, რომ ირანია პასუხისმგებელი ამ თავდასხმაზე.
ირანელი ოფიციალური პირები, მათ შორის, პრეზიდენტი როჰანი ამ ფაქტს უარყოფს.
სანამ მსოფლიოს სხვა ლიდერები გაეროს ასამბლეაზე მოლაპარაკებებსა და შეხვედრებს გეგმავენ, ძალიან მცირეა შანსი იმისა, რომ ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი ერთმანეთს შეხვდნენ.
კვირას ტრამპმა თქვა, რომ მას არ აქვს არანაირი სურვილი ესაუბროს როჰანის. განცხადება ირანის პრეზიდენტმაც გააკეთა და თქვა, რომ ის არ შეხვდება ტრამპს სანამ ამერიკა ეკონომიკურ სანქციებს არ გააუქმებს.
Facebook Forum