იზრდება სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით თუ ვინ ჩაუდგება რომის კათოლიკურ ეკლესიას სათავეში მას შემდეგ რაც ბენედიქტე მე-16 ტახტს დატოვებს.
ყოფილმა კარდინალმა ჯოზეფ რაცინგერმა გუშინ კათოლიკური ეკლესიის მაღალჩინოსნებს განუცხადა თავისი გადაწყვეტილების შესახებ რომ 28 თებერვალს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადგებოდა თანამდებობიდან. პაპის თქმით, მას ასაკი არ აძლევს საშუალებას მოვალეობები შესატყვისად განახორციელოს.
ბენედიქტე მე-16 რომის კათოლიკური ეკლესიის პირველი საჭეთმპყრობელია, რომელიც ბოლო 600 წლის მანძილზე თავისი ნებით ტოვებს თანამდებობას.
ბოლოს ასეთ შემთხვევას 1415 წელს ჰქონდა ადგილი, როცა რომის პაპმა გრეგორმა ტახტი დატოვა ეკლესიის ხელმძღვანელობაში არსებული დაპირისპირების გამო.