ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რომის პაპი ტახტს ტოვებს


მან ეს გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით ახსნა

რომის პაპმა ბენედიქტე მეთექვსმეტემ განაცხადა, რომ ის ტახტიდან გადადგომას აპირებს. ამით ის ბოლო 600 წლის ისტორიაში პირველი პაპია, რომელიც პოსტიდან თავის ნებით მიდის. პაპის პრესმდივნის ცნობით, პონტიფიკმა ამის შესახებ დღეს კარდინალებთან შეხვედრაზე განაცხადა. ბენედიქტე მეთექვსმეტე პაპის გვირგვინს 28 თებერვალს მოიხსნის. მან ეს გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით ახსნა.

რომის პაპმა მორწმუნეებს უკანასკნელად ახალ წელს ვატიკანში წმინდა პეტრეს მოედანზე მიმართა. მან უნივერსალური ღირებულებების, მშვიდობის, ჰარმონიის და ზეციური სასუფევლის შესახებ ისაუბრა.
XS
SM
MD
LG