იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ რუმინეთის სისხლის სამართლის კოდექსის ახალი პროექტის დეტალებს დღეს გამოაქვეყნებს. ეს რუმინეთის სოციალ დემოკრატიული მთავრობის მიერ, კაბინეტის წინააღმდეგობრივი გადაწყვეტილების გაუქმებიდან მეორე დღეს მოხდა. დეკრეტის საშუალებით, პოლიტიკოსებს კორუფციის ბრალდებისთვის თავის არიდება შეეძლოთ.
საპროტესტო აქციები კორუფციის ნაწილობრივი დეკრიმინალიზაციის ბრძანებულების გაუქმების შემდეგაც გაგრძელდა. პრემიერ მინისტრი სორინ გრინდეანუ აცხადებს, რომ გადადგომას არ გეგმავს. მთავრობის საწინააღმდეგო აქციები რუმინეთში თითქმის ერთი კვირაა გრძელდება. დემონსტრანტები ახლა უკვე პრემიერის გადადგომას ითხოვენ. მას შემდეგ, რაც 1989 წელს კომუნისტი დიქტატორის ნიკოლაე ჩაუშესკუს ძალაუფლება დაამხეს, ეს ქვეყანაში ყველაზე დიდ ანტი-სამთავრობო გამოსვლად იქცა.