"რადიო თავისუფლება" იუწყება, რომ ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში დაკავებულ 10 ადამიანს შორის, მათი 2 თანამშრომელია. ისინი არიან "ამერიკის ხმის" და "რადიო თავისუფლების" ერთობლივი პროექტის „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ჟურნალისტი და ოპერატორი. გადამღები ჯგუფი 22 მარტის საპროტესტო აქციას აშუქებდა.
„დამაკავეს. მჭირდება ადვოკატი. ვიმყოფები სარიარკინის სამმართველოში“ - ეს შეტყობინება რეპორტიორმა სვეტლანა გლუშკოვამ სარედაქციო მიმოწერაში გააგზავნა. მოგვიანებით, დაახლოებით 3 საათში, გლუშკოვა გაათავისუფლეს, მაგრამ შემდეგ ისევ დააკავეს. მასთან ერთად ახლა იმყოფება ადვოკატიც.