კიევმა ვაშინგტონს დახმარებისთვის მიმართა. უკრაინამ შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურ ბიუროს სთხოვა გამოძიებაში დახმარება, რომელიც რუსეთის დაზვერვის ჰაკერების მიერ კომპანია „ბურისმაზე“ საეჭვო კიბერ-თავდასხმას ეხება. „ბურისმა“ ენერგო-კომპანიაა, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტის საქმეში ფიგურირებს.
ხუთშაბათს, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე გამოაცხადა გამოძიების შესახებ, რომელიც კიევში ამერიკის ყოფილი ელჩის, მარი იოვანოვიჩის მიმართ შესაძლო უკანონო თვალთვალს ეხება. გამოძიება შეერთებული შტატების კონგრესის მიერ ტექსტური შეტყობინებების გამოქვეყნებას მოჰყვა, რომელიც საიმპიჩმენტო გამოძიების ნაწილი იყო.
გამოძიების ფედერალურმა ბიურომ უარი თქვა კომენტარი გაეკეთებინა უკრაინის თხოვნის შესახებ, მას შემდეგ რაც კალიფორნიაში მდებარე კიბერ-უასაფრთხოების კომპანია „ერია 1 სექიურითიმ“, „ბურისმა“ ჰოლდინგზე ჰაკერული თავდასხმა აღმოაჩინა და ის რუსეთის სამხედრო დაზვერვის მთავარ სამმართველოს. „გრუ“-ს დაუკავშირა.