ამერიკელი პოლიტპატიმრები შინ დაბრუნდნენ
რუსეთთან პატიმრების ისტორიული გაცვლის შედეგად, ამერიკელი მძევლები შინ დაბრუნდნენ. მათ შორის არიან ჟურნალისტები ევან გერშკოვიჩი და ალსუ კურმაშევა, ასევე ყოფილი საზღვაო ქვეითი პოლ უელანი. ოჯახის წევრებთან ერთად, მათ აეროპორტში პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი შეეგებნენ.