ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კერძო გამომძიებელი: "დონალდ ტრამპის კავშირების შესახებ დოსიე FBI-ს გადავეცი"


იმ კვლევითი კომპანიის ხელმძღვანელმა, რომელმაც წინასაარჩევნო კამპანიისას დონალდ ტრამპის კავშირების გამოსაძიებლად ყოფილი ბრიტანელი ჯაშუში დაიქირავა, სენატის კომიტეტს უთხრა, რომ მიღებული დოსიე ახლა გამოძიების ფედერალურ ბიუროს აქვს.

მისი თქმით, ეს დოსიე გამოძების ბიუროს იმის გამო გადასცეს, რომ გამომძიებელი შეშფოთებული იყო იმ საკითხებით, რომლებიც შესაძლოა ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით მნიშვნელოვან ასპექტებს შეიცავდეს.

სენატორმა დაიან ფეინშტეინმა გუშინ დახურულ კარს მიღმა გლენ სიმპსონის მიერ მიცემული ჩვენების ჩანაწერი გაავრცელა. ჩვენებაში ის ამბობს, რომ მათ მიერ დაქირავებული გამომძიებელი შიშობდა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი შესაძლოა შანტაჟის მსხვერპლი გამხდარიყო.

დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო კამპანიისას რუსეთთან ნებისმიერი კავშირის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG