ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რენუარის ცნობილი ტილო პატრონს დაუბრუნდა


რენუარის ცნობილი ნამუშევარი, რომელიც ფაშისტებმა მეორე მსოფლიო ომის დროს მოპარეს, იმ ებრაელ ოჯახს დაუბრუნდა, რომელსაც ის თავდაპირველად ჰქონდა შეძენილი. ძველი მფლობელის შვილიშვილს ფერწერული ტილო, სახელად „ორი ქალი ბაღში“ ოთხშაბათს, ნიუ-იორკის ებრაული მემკვიდრეობის მუზეუმში გადაეცა.

სილვია სალიცერმა დიდი მადლიერება გამოხატა და საკუთარ ოჯახს ასე მიმართა: „ჩემს საყვარელ წინაპრებს ვეტყვი იმას, რომ იცოდნენ, სამართალი აღსრულდა“. მისი ბაბუა ხელოვნების ნიმუშების ცნობილი კოლექციონერი ალფრედ ვეინბერგერი იყო, რომელმაც მხატვრული ნამუშევრები მეორე მსოფლიო ომის დროს, პარიზის ერთ-ერთ ბანკში, ფაშისტების ოკუპაციამდე გადამალა. ომის შემდეგ მან საკუთარი კოლექციის დაბრუნება ვეღარ შესძლო.

ეს ტილო პიერ ოგიუსტ რენუარის ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი იყო, რომელიც მან სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, 1919 წელს დახატა. ტილო ბოლო 70 წლის მანძილზე რამდენჯერმე გაიყიდა და რამდენიმე კონტინენტი მოიარა. მათ შორის, იმოგზაურა სამხრეთ აფრიკაში, შვეიცარიაში, დიდ ბრიტანეთში და ბოლოს, 2013 წელს, ამერიკაში აღმოჩნდა. სილვია სალიცერის თქმით, ბაბუის კოლექციიდან დაკარგულია რენუარის კიდევ 4 ფერწერული ტილო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG