საინვესტიციო ფონდი RAKIA, რომელიც ფოთის პორტის საკონტროლო პაკეტის მფლობელია, აპირებს აქციების განთავსებას საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე. ამ თემაზე ჩვენმა რესპონდენტმა თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ქალბატონმა ეკა ლეკაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით: - "ამ ტიპის მიდგომით აქციების განთავსება ნიშნავს იმას, რომ პირველად გადის კომპანია საერთაშორისო საფონდო ბაზრებზე, ანუ მას პირველად გააქვს მისი აქციები საჯარო გაყიდვისთვის. იიც უნდა აღინიშნოს, რომ RAKIA-ს ფონდის დირექტორი აცხადებს, რომ ეს ფონდი აღარ აპირებს ინვესტიციების განხორციელებას საზღვარგარეთ. ეს განპირობებულია ზოგადად არსებული მდგომარეობით, რაც სახეზეა მსოფლიო ფინანსურ ბაზარზე და რომელიც გამოწვეულია მსოფილიო საფინანსო კრიზისით, რადგანაც უცხოელი ინვესტორები ცდილობენ ნაკლებად სარისკო გარემოში განახორციელონ თავიანთი ინვესტიციების ჩადება. საქართველოსთან მიმართებაში კი ამან შეიძლება სხვადასხვანაირად იმოქმედოს: ის, რომ RAKIA-ს საერთაშორისო საფონდდო ბირჟაზე გააქვს თავისი აქციები, ამან შეიძლება დამატებითი უცხოური ინვესტიციები შემოიტანოს საქართველოში და რა თქმა უნდა ეს იქნებოდა სასურველი შედეგი საქართველოსათვის"- აღნიშნა ქალბატონმა ეკამ.
პოპულარული
1