რუსეთის ლიდერმა პრეზიდენტ ბარაკ ობამას დონალდ ტრამპისთვის ძირგამომთხრელი, ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დასდო ბრალი. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს მოსკოვში გამართულ პრეს-კონფერენციაზე თქვა, რომ “დამაჯერებელი” გამარჯვების მიუხედავად, ობამას ადმინისტრაცია არჩეული პრეზიდენტის “ლეგიტიმურობას უთხრის ძირს”.
პუტინი კიდევ უფრო შორს წავიდა და განაცხადა, რომ ვიღაცეებს “ვაშინგტონში მეიდანის დადგმა” სურთ. ანუ, მიანიშნა იმაზე, რომ ზოგს კიევში, უკრაინის დედაქალაქში, ხელისუფლების შეცვლის მიზნით მოწყობილი დემონსტრაციების მსგავსი პროცესების ამერიკაში დაწყება უნდა. რუსეთის ლიდერს კომენტარი მოსკოვის სასტუმროში ტრამპის ყოფნის პერიოდზეც სთხოვეს, რაზეც პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ეს “ყალბი ინფორმაციაა”.