ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი რუსული არმიის ბირთვულ წვრთნებს დააკვირდება


რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, რუსეთის ბირთვული ძალების წვრთნებს შაბათს პირადად გააკონტროლებს. წვრთნები მოიცავს ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების გაშვებასაც, განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ.

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ აღნიშნული წვრთნები რეგულარული წვრთნის პროცესის ნაწილია და უარყო, თითქოს ისინი მიუთითებენ უკრაინასთან არსებული სიტუაციისა და დაპირისპირების ესკალაციაზე. მისი თქმით, პუტინის როლი არსებითია და პრეზიდენტი სავარაუდოდ მონაწილეობას მიიღებს "სიტუაციური ცენტრიდან".

ეს წვრთნები ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში პირველი არაა. თეთრი სახლის ვარაუდით, სამხედროების გაწვრთნის საბაბით, ახლა რუსეთს უკრაინის საზღვართან და ბელარუსში, ჯამში 150,000 ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული. დასავლეთი და უკრაინა ამას თავდახმისთვის მზადებად განიხილავენ, თუმცა კრემლი უარყოფს ბრალდებას და მბობს, რომ მას ევროპაში ომი არ სურს.

პუტინი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები ხშირად აღნიშნავენ იმ ფაქტს, რომ რუსეთი, შეერთებულ შტატებთან ერთად, მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ბირთვული ძალაა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადებით, წვრთნები შეამოწმებს სამხედრო სარდლობის, საბრძოლო ეკიპაჟების, ხომალდების და სტრატეგიული რაკეტების მატარებლების მზადყოფნას, ასევე სტრატეგიული ბირთვული და არაბირთვული იარაღის საიმედოობას.

XS
SM
MD
LG