ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სანკტ-პეტერბურგის სუპერმარკეტში მომხდარ აფეთქებას პუტინი ტერაქტად აფასებს


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ ოთხშაბათს, სანკტ-პეტერბურგში მოხდარი აფეთქება ტერორისტული აქტი იყო.

პუტინმა ეს განცხადება კრემლში დღეს, სირიაში ნამსახურევი რუსი სამხედროების დაჯილდოების ცერემონიაზე გააკეთა. აფეთქების შესახებ სხვა დეტალები პუტინს არ წარმოუდგენია.

თვითნაკეთი ბომბის აფეთქების შედეგად, სანკტ-პეტერბურგის სუპერმარკეტში 13 ადამიანი დაშავდა. გამოძიებამ თავდაპირველად განაცხადა, რომ საქმეს მკვლელობის მცდელობად აფასებდნენ.

ჯანდაცვის უწყებამ განაცხადა, რომ არც ერთ დაზარალებულს სიცოცხლისათვის საშიში ჭრილობა არ მიუღია.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არავის აუღია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG