ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინმა ინტერვიუში უარყო კიბერთავდასხმების რუსული წარმომავლობა


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კატეგორიულად უარყოფს ამერიკის განცხადებებს, რომ რუსი ჰაკერები დამაზიანებელ თავდასხმებს ახორციელებენ ამერიკულ კომპანიებსა და სამთავრობო უწყებებზე. მათ შორის, საუბარია გამოსასყიდის მიღების სახით მილიონობით დოლარის მოთხოვნაზე, კორპორაციული საოპერაციო სისტემების აღდგენის სანაცვლოდ.

პუტინმა ამ განცხადებებს "ფარსი" უწოდა ამერიკულ NBC News-თან. ეს კომენტარები რუსმა ლიდერმა ამერიკის პრეზიდენტთან შეხვედრამდე გააკეთა. "ჩვენ ყველაფერი დაგვაბრალეს - არჩევნებში ჩარევა, კიბერთავდასხმები, და ასე შემდეგ. თუმცა, არცერთ შემთხვევაში დამამტკიცებელი სამხილი ან მტკიცებულება არ ყოფილა წარმოდგენილი" - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

ორი უმნიშვნელოვანესი ბიზნესი - "კოლონიური მილსადენი", რომლითაც სამხრეთ აღმოსავლეთ ამერიკაში საწვავის დისტრიბუცია ხდება და "ჯეი-ბი-ესი", მსოფლიოში ხორცის უდიდესი დამფასოებელი და მიმწოდებელი კომპანია - გასულ თვეში კიბერ-თავდასხმების სამიზნე გახდა. ამერიკის მთავრობა თვლის, რომ თავდასხმები რუსეთიდან იმართებოდა.

ორივე კომპანიას მილიონობით დოლარის გადახდა მოუხდა იმისთვის, რომ კიბერთავდასხმის ავტორებს მათთვის ფუნქციონირების საშუალება აღედგინათ. ვაშინგტონი აცხადებს, რომ მოსკოვი არ უნდა იფარებდეს კრიმინალ კიბერ-გამომძალველებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG