რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მოსკოვი "კბილებს დააყრევინებს" ნეისმიერ ქვეყანას, რომელიც მისი ქვეყნის უზარმაზარი ტერიტორიიდან ნაწილის წაგლეჯას შეეცდება.
ეს განცხადება პუტინმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ონლაინ შეხვედრიაზე გააკეთა.
"ყველას სურს სადმე გვიკბინოს, ან რაღაც წაგვგლიჯოს. მაგრამ მათ, ვინც ამის გაკეთებას აპირებს, უნდა იცოდნენ, რომ კბილებს დავაყრევინებთ, რათა კბენა ვეღარ შეძლონ. ნათელია, რომ ამის საწინდარი სამხედრო ძალების განვითარებაა" - განაცხადა პუტინმა.
პუტინმა ასევე თქვა, რომ "ძლევამოსილი მეტოქის შეკავების დიდი ხნის ისტორიული ტენდენციით", დასავლეთის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ გრძელდება.
”მას შემდეგაც, რაც ჩვენი პოტენციალის მესამედი დავკარგეთ”, როდესაც 1991 წლის საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები დამოუკიდებელი გახდნენ , ”ზოგიერთისთვის რუსეთი მაინც ძალიან დიდია”, - თქვა პუტინმა შეხვედრის დროს.
Facebook Forum