ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ მზადაა უკრაინის პრეზიდენტთან ორ ქვეყანას შორის კონფლიქტის დასრულების საკითხზე მოლაპარაკებები აწარმოოს. თუმცა, პუტინის თქმით, საუბარი ვერ დაიწყება, ვიდრე უკრაინა ახალ პარლამენტს არ აირჩევს.
პუტინის განცხადება პასუხად მოჰყვა ვოლოდიმირ ზელენსკის შეთავაზებას, რომ დაეწყო საუბარი პუტინთან, ხოლო ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიასა და ამერიკას მოდერატორის როლი შეესრულებინათ ამ მოლაპრაკებებში.
საპრეზიდნეტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ დაასრულებდა კონფლიქტს, რომელმაც 2014 წლიდან დაწყებული, 13,000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
Facebook Forum