ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუერტო რიკოში უპრეცედენტო ფინანსური კრიზისია


ერთეულ მოსახლეზე პუერტო რიკოს სხვა დანარჩენ ამერიკულ შტატთან შედარებით ყველაზე მეტი ვალი აქვს. კუნძულის დავალიანება დაახლოებით 72 მილიარდს შეადგენს.

„ნიუ იორკ თაიმსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით პუერტო რიკოს დავალიანება დაახლოებით 72 მილიარდს შეადგენს და ის ამ თანხის გადახდას ვერ შეძლებს. „ეს პოლიტიკა არ არის, ეს მათემატიკაა“ - განაცხადა გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში პუერტო რიკოს გუბერნატორმა ალეხანდრო გარსია პადილამ.

ერთეულ მოსახლეზე კუნძულს სხვა ამერიკულ შტატთან შედარებით ყველაზე მეტი ვალი აქვს. „ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, პუერტო რიკო თავს გაკოტრებულად ვერ გამოაცხადებს, რაც მას საბერძნეთისმაგვარ გაურკვეველ სიტუაციაში ამყოფებს. კუნძულის ფინანსური მდგომარეობის შესახებ შედგენილ ანგარიშში, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდს და მსოფლიო ბანკს გადაეცა, ნათქვამია, რომ „ამ მასშტაბის პრეცედენტი შეერთებულ შტატებში ჯერ არ დაფიქსირებულა“.

XS
SM
MD
LG