ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი ხელოვანები დააჯილდოვეს


კენედის ცენტრში გამართულ ღონისძიებას ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და პირველი ლედი მიშელ ობამაც დაესწრნენ

ვაშინგტონში მდებარე კენედის ცენტრმა რამდენიმე ხელოვანს ყოველწლიური ჯილდო გადასცა. ისინი ამერიკის კულტურის განვითარებაში შეტენილი წვლილისთვის აღიარეს.

წლევანდელი ჯილდოები ბლუზ გიტარისტ ბადი გაის, ოსკარის ჯილდოს მფლობელ მსახიობ დასტინ ჰოფმანს, ღამის კომედიური შოუს წამყვან დევიდ ლეტერმანს, ბალერინა ნატალია მაკაროვას და როკ ჯგუფ ლედ ზეპელინს გადასცეს.

კენედის საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრში გამართულ ღონისძიებას ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და პირველი ლედი მიშელ ობამაც დაესწრნენ.
XS
SM
MD
LG