„მტრედები ახლა ნამდვილად ტირიან“, ეს მსახიობმა ოფრა ვინფრიმ მუსიკოს „პრინც“-ის გარდაცვალებაზე თქვა. მან მინიშნება „პრინც“-ის სიმღერაზე გააკეთა, სახელად „როცა მტრედები ტირიან“.
57 წლის ხელოვანი ხუთშაბათს დილით, ქალაქ მინეაპოლისის გარეუბანში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ სიკვდილის მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის. გაკვეთა პარასკევისთვის არის დაგეგმილი და რამდენიმე დღე დასჭირდება.
შერიფის ოფისი იუწყება, რომ ქალაქის გარეუბანში მდებარე მის მამულში გამოძახების შემდეგ, შერიფის თანაშემწეებმა მუსიკის სუპერვარსკვლავი „პრინცი“ ლიფტში უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს. პირველმა დახმარებამ შედეგი არ გამოიღო და ის გარდაცვლილად გამოაცხადეს.