ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტ ტრამპის ვისკონსინში ვიზიტი კენოშაში ორი აქციის ფონზე შედგა


პრეზიდენტი ტრამპი შეხვდა, იმ ბიზნესებისა და სახლების მფლობელებს, რომლებიც რადიკალურმა ჯგუფებმა მასშტაბური საპროტესტო აქციების დროს გადაწვეს. ამერიკის პრეზიდენტი კენოშაში შტატის გუბერნატორის და ქალაქის მერის არაერთი მოწოდების მიუხედავად ჩავიდა.

დაზარალებულებთან შეხვედრაზე პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ ფედერალური მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რათა დროულად მოხდეს მათთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. როგორც ტრამპმა თქვა, მთავრობა შტატს 42 მილიონ ამერიკულ დოლარს გამოუყოფს.

პრეზიდენტმა შეხვედრის შემდეგ, ფედერალური მთავრობის სხვადასხვა სააგენტოებისა და სამსახურების ხელმღვანელებთან ერთად შეხვედრა გამართა, რომელიც ჟურნალისტებისთვის ღია იყო. დონალდ ტრამპმა გამოსვლის დროს ძირითადად ამერიკაში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე და ძალადობაზე ისაუბრა.

“Უნდა შევაჩეროთ პოლიტიკური ძალადობა და დავუპირისპირდეთ რადიკალურ იდეოლოგიას. Ჩვენ უნდა დავგმოთ ძალადობრივი ქმედებები. Დავათვალიერე გადამწვარი შენობები და გავეცი ბრძანება რომ გავაკეთოთ ყველაფერი რაც შეიძლება სწრაფად იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში დავეხმაროთ დაზარალებულ ადამიანებს დროულად მოახდინონ სახლებისა და ბიზნესების აღდგენა. “

Პრეზიდენტმა ტრამპმა კენოშაში ყოფნის დროს მადლობა გადაუხადა პოლიციელებს, რომ თავის საქმეს აკეთებენ და ძალადობრივი ქმედებების აღვკეთას ახერხებენ. Პარალელურად, კენოშაში შეკრებილები იყვნენ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მომხრეები, ისინი პრეზიდენტს ყურადღებისთვის მადლობას უხდიდნენ და მას მხარდაჭერას უცხადებდნენ.

'ჩვენ ვითხოვთ მშვიდად ცხოვრებას," ამბობენ ბლეიკის მშობლები. მეც მინდოდა, რომ ჩემი შვილი სახლიდან რომ გავიდა შინ ცოცხალი და უვნებელი დაბრუნებულიყო, თუმცა მან 6 ტყვია მიიღო და მძიმე ვითარებაშია,"- ამბობს აქციაზე მისული მამა.

სწორედ ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრას მოჰყვა როგორც საპროტესტო აქციები, ასევე ძალადობრივი ქმედებები კენოშაში, რომელიც ერთი კვირაა გრძელდება. თუმცა ოჯახმა არაერთხელ მოუწოდეს რადიკალურ ჯგუფებს შეეწყვიტათ ძალადობრივი ქმედებები.

Პრეზიდენტ ტრამპი, ვიზიტის ფარგლებში არ შეხვედრია ბლეიკის ოჯახის წევრებს. ის რომ ვიზიტის განმავლობაში ეს შეხვედრა არ შედგებოდა რამდენიმე საათით ადრე თეთრმა სახლმა დაადასტურა.

Ბლეიკის ოჯახს რამდენიმე დღის წინ ესაუბრა დემოკრატების პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი. Მან თქვა, რომ ძალადობა კენოშაში უნდა შეწყდეს. Ჯო ბაიდენმა ვიდეო მიმართვაში თქვა, რომ გადამწვარი უბნები არ არის პროტესტი და ეს ვანდალიზმია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG