თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაეპ ერდოღანმა ივნისში რიგგარეშე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მანიფესტი გამოაქვეყნა.
სტამბოლის სპორტულ სტადიონზე შეკრებილ პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს ერდოღანმა განუცხადა, რომ მის მრავალრიცხოვან გეგმებს შორისაა დემოკრატიის ხარისხისა და სოციალური სამართლიანობის გაუმჯობესება.
მოსალოდნელია, რომ ერდოღანი და მისი პარტია კვლავ გაიმარჯვებენ არჩევნებში. თურქეთი საპარლამენტო სისტემიდან საპრეზიდენტო მმართველობის სისტემაზე გადადის და ახალარჩეულ ერდოღანს (გამარჯვების შემთხვევაში) კიდევ უფრო მეტი აღმასრულებელი ძალაუფლება ექნება. ანალიტიკოსები კი შიშობენ, რომ ის ახალი ძალით შეუტევს არასამთავრობო ორგანიზაციებს.
ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევარი სონერ ჩაგაპტაი ამბობს, რომ ერდოღანი უკვე არის სახელმწიფოს მეთაური, მთავრობის ლიდერი, პოლიციის, არმიის მთავარსარდალი და პარტიის მმართველი. "ის თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის, მუსტაფა ქემალ ათათურქის შემდეგ ყველაზე ძლევამოსილი თურქი ლიდერი გახდება, ზოგიერთი კუთხით შეიძლება მასზე ძლევამოსილიც კი".
Facebook Forum