38,64% - სალომე ზურაბიშვილი, 37,74% გრიგოლ ვაშაძე, - უბნების 100% ის დათვლის შემდეგ, ცესკოს მონაცემების მიხედვით, ასეთია საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგები. უკვე ცნობილია, რომ საქართველოს ისტორიაში, პირველად, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულის გამოსავლენად, მეორე ტური გაიმართება.
მეორე ტურში, ამომრჩეველმა არჩევანი, მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ, დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილსა და გაერთიანებული ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილ, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატ, გრიგოლ ვაშაძეს შორის უნდა გააკეთოს. გამარჯვებული კანდიდატი კი ბოლო პრეზიდენტი იქნება, რომელიც ამომრჩეველმა პირდაპირი წესით აირჩია. მისი საპრეზიდენტო ვადა 6 წლით განისაზღვრება. წინასწარი შედეგებით, გრიგოლ ვაშაძემ მოიგო აშშ-ის საარჩევნო უბნებზეც.
Facebook Forum