ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წინასწარი კვლევები აჩვენებს, რომ ბრიტანეთში ქალაქების დაკეტვა კორონავირუსის გავრცელებას ამცირებს


წინასწარი კვლევები აჩვენებს, რომ ბრიტანეთის მთავრობის მიერ მიღებული ლოკალიზაციისა და სოციალური დისტანციის ზომები უკვე მუშაობს და მალე შესაძლოა ინფექციის ეპიდემია საგრძნობლად შემცირდეს.

მეცნიერების მიერ ჩატარებულმა ონლაინ გამოკითხვამ აჩვენა, რომ რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, ბრიტანელებს საშუალოდ 70 პროცენტით ნაკლებ ადამიანთან აქვთ კონტაქტი - კვლევის ფარგლებში 1300 ადამიანი გამოიკითხა.

„თუ ჩვენ ვნახავთ მსგავს ცვლილებას მთელი ბრიტანეთის მოსახლეობაში, უნდა ველოდოთ, რომ ეპიდემია კლებას დაიწყებს“ - ამბობს ჯონ ედმონდსი, რომელიც ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის კვლევებს უძღვება.

ედმონდსმა დასძინა, რომ კვლევა წინასწარია და ის არ უნდა აღვიქვათ როგორც დასრულებული საქმე.

მკვლევარები წერენ, რომ სოციალური დისტანციის ზომებმა, ადამიანებს შორის კონტაქტის დონე შეამცირა, რის გამოც უახლოეს კვირებში, ვირუსის გავრცელების საგრძნობ შემცირებას ელოდებიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG