ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ-იორკში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა


ნიუ-იორკში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე მამაკაცი გარდაიცვალა. ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ დაადასტურა. იმნაძის თქმით, გარდაცვლილი 64 წლის მამაკაცია და მას თანმხლები ქრონიკული დაავადებები ჰქონდა. ის საავადმყოფოში 21 მარტს შეიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო და საელჩო ოჯახთან არიან კავშირზე, ისევე როგორც წინა შემთხვევაში, რომელიც ესპანეთში დაფიქსირდა, ორივე შემთხვევაში, გარდა კოვიდისა, ასევე იყო თანხმლები სხვა ქრონიკული დაავადებები,“- განაცხადა პაატა იმნაძემ.

ეს, პაატა იმნაძის განცხადებით, კოვიდ-19-ით საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების გარდაცვალების მეხუთე შემთხვევაა. ამ დრომდე, კორონავირუსით საქართველოს სამი მოქალაქე ესპანეთში გარდაიცვალა, ერთი კი დიდ ბრიტანეთში.

საქართველოში 31 მარტის მონაცემებით, კორონავირუსის 110 შემთხვეევა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელდა 21 ადამიანი. 21 მარტს საქართველოში კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, 23 მარტს კი ჩაიკეტა ბოლნისის და მარნეულის ტერიტორია. 31 მარტიდან კი ქვეყნის ტერიტორიაზე კომენდანტის საათი ამოქმედდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG