შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო დღეს კალიფორნიას ეწვევა, სადაც ჩინეთთან დაკავშირებით სიტყვით გამოვა. ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა 30 წლის მანძილზე პიკს აღწევს.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, პომპეოს სიტყვით გამოსვლის სათაურია „კომუნისტური ჩინეთი და თავისუფალი სამყაროს მომავალი.“
შეერთებულმა შტატებმა ქ. ჰიუსტონში ჩინეთის საკონსულოს დახურვა სთხოვა. ამის მიზეზად ვაშინგტონმა „ამერიკული ინტელექტუალური საკუთრებისა და ამერიკელების კერძო ინფორმაციის დაცვა“ დაასახელა.
ჩინეთმა ამერიკის მოქმედება „პოლიტიკურ პროვოკაციად“ შეაფასა და თქვა, რომ „ლეგიტუმურ და აუცილებელ“ საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს.
„ჩინეთი გმობს და მტკიცედ ეწინააღმდეგება ასეთ მიუღებელ და გაუმართლებელ ნაბიჯს, რომელიც ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობის საბოტაჟია,“ ნათქვამია ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოს მიერ გაკეთებულ განცხადებაში.
Facebook Forum