ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პომპეო: "უკრაინას არ ჰყავს ამერიკაზე დიდი მეგობარი"


"უკრაინას არ ჰყავს ამერიკაზე დიდი მეგობარი" - განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ვაშინგტონში უკრიანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პავლო კლიმკინთან შეხვედრის შემდეგ. მისი თქმით, რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის მცდელობის წინააღმდეგ ბრძოლაში ამერიკა უკრიანის გვერდით დგას.

"ამერიკა არასდროს შეეგუება რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის მცდელობას. ჩვენ განვაგრძობთ საპასუხო ღონისძიებების გატარებას მანამ, სანამ მოსკოვი არ დაიწყებს ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობის დამყარების თაობაზე მინსკის შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების სრულ შესრულებას და არ დაუბრუნებს ყირიმის კონტროლს უკრაინულ მხარეს. ჩვენი გადაწყვეტილების სიმტკიცის დასტურია ისიც, რომ გასულ კვირას უკრიანაში რუსეთის აგრესიის მხარდამჭერების წინააღმდეგ სანქციების ახალი რაუნდი დაწესდა", - განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პავლო კლიმკინმაც აღნიშნა, რომ ამერიკა და უკრაინა "მხარდამხარ დგანან რუსეთის აგრესიის პირისპირ".
"ამ აგრესიას ბევრი სხვადასხვა ფორმა აქვს: ესაა ომი უკრიანაში, სადაც რუსეთმა მოახდინა ყირიმისა და დონბასის ნაწილის ოკუპაცია - შეიწირა 11 000 ადამიანის სიცოცხლე. ომი ევროპის გულში ამწუთასაც გრძელდება. გარდა ამისა, ამ აგრესიის სხვა ფორმაა ისიც, რომ რუსეთი ცდილობს დემოკრატიის შესუსტებას ამერიკასა და ევროპაში ისევე როგორც უკრაინაში", - განაცხადა კლიმკინმა პომპეოსთან შეხვედრის შემდეგ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG