ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქარიშხლების შემდგომმა გადაწყვეტილებებმა ტრამპის რეიტინგი გაზარდა


NBC-ისა და Wall Street Journal-ის მიერ ერთობლივად ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, დონალდ ტრამპის რეიტინგი ბოლო პერიოდში გაიზარდა. დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით, მისი მოწონების მაჩვენებელი 43 % - ია, რაც აგვისტოს შედეგებზე 3 %--ით მეტია. თუმცა მაინც, გამოკითხულთა 52 % ამბობს, რომ უარყოფითად აფასებს მისი, როგორც პრეზიდენტის საქმიანობას.

ბევრის აზრით, რეიტინგის მცირედი ზრდა მის მიერ ქარიშხლის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილების შედეგია. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რესპუბლიკური პარტიის ლიდერების აზრის მიუხედავად, მზადაა დემოკრატებთან ერთად იმუშაოს იმისთვის, რომ აღდგენითი სამუშაოებისთვის საჭირო ფინანსები გამოიყოს და მთავრობის საქმიანობაც კიდევ 90 დღის განმავლობაში დაფინანსდეს.

კიდევ ერთი გამოკითხვა, რომელიც გამოცემებმა Politico-მ და Morning Consult-მა ჩაატარეს, რეიტინგში მსგავს ზრდას აჩვენებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG