ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლონეთის პრემიერი ოპოზიციას ევროკავშირის დატოვებაზე ტყუილების გავრცელებაში სდებს ბრალს


პოლონეთს ევროკავშირის დატოვების არანაირი სურვილი არ აქვს - ამის შესახებ განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა და ოპოზიცია ე.წ. "პოლექსითის" შესახებ ტყუილების გავრცელებაში დაადანაშაულა.

მის კომენტარს წინ უსწრებდა გასულ კვირას პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ევროკავშირის ზოგიერთი კანონი პოლონეთის კონსტიტუციასთან შეუთავსებელია. ეს კი ევროკავშირში ინტეგრაციის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური მოთხოვნაა. იმ შემთხვევაში თუ ქვეყნის კანონი ევროკავშირის კანონთან შეუსაბამობაშია, მაშინ ქვეყანამ უპირატესობა ევროკავშირის კანონს უნდა მიანიჭოს. პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ და წარსულში ვარშავასა და ბრიუსელს შორის არსებულმა არაერთმა დაპირისპირებამ გააჩინა კითხვები იმის თაობაზე, ხომ არ გეგმავს პოლონეთის მთავრობა ქვეყნის ეკონომიკური კავშირიდან გაყვანას.

ევროკავშირი პოლონეთის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მექანიზმია. კავშირში დარჩენის მხარდასაჭერად ქვეყნის მასშტაბით 100 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში.

მთავრობა აცხადებს, რომ ეს "ფეიკ ნიუსებს" სცდება და ოპოზიციას ტყუილების გავრცელებაში სდებს ბრალს. ოპოზიცია კი მმართველ პარტიას ქვეყნის ევროპული მომავლის საფრთხეში ჩაგდებაში ადანაშაულებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG