ამერიკის პრეზიდენტის ოთხდღიანი ევროპული ვიზიტი დღეს პოლონეთში დაიწყება. დონალდ ტრამპი სიტყვით გამოვა ქვეყნის დედაქალაქის, ვარშავის მთავარ -კრასინსკის მოედანზე.
თეთრი სახლის განმარტებით, პრეზიდენტი კიდევ ერთხელ დაადასტურებს ამერიკის ერთგულებას ნატოს პრინციპებისადმი, თუმცა ასევე კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს იმ მოთხოვნას, რომ ალიანსის წევრმა სახელმწიფოებმა ფინანსური ტვირთი თანაბრად უნდა გაინაწილონ. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ნატოს წევრი ქვეყნები ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო არაერთხელ გააკრიტიკა და ამერიკამ კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმება დატოვა, ევროპაში პრეზიდენტის ვიზიტი კიდევ უფრო დიდი ყურადღების ცენტრშია.
უკრიანაში რუსეთის აგრესიის შემდეგ პოლონეთში ნატოს ეგიდით 3 000-ზე მეტი ამერიკელი სამხედროა ბაზირებული.
პოლონური მხარე პრეზიდენტის ვიზიტიგან კავშირების გაღრმავების პირობას ელის. პოლონელი ექსპერტების აზრით, სავარაუდოდ ისინი მოისმენენ პირობას, რომ ამერიკელი სამხედროები დარჩებიან პოლონეთის ტერიტორიაზე და დაიცავენ ქვეყანას, შესაძლო საშიშროების შემთხვევაში.
Facebook Forum