ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დედამიწის მსგავსი პლანეტები


გალაქტიკაში მოციმციმე წითელი ვარსკვლავთა ექვს პროცენტს დედამიწის ზომის პლანეტები ახლავს თან

ასტრონავტების აზრით, ჩვენს გალაქტიკაში სავარაუდოდ 4,5 მილიარდი დედამიწის მსგავსი პლანეტა არსებობს. ერთერთი მათგანი კი, რომელიც დედამიწას ძალიან ჰგავს, კოსმიური მასშტაბით დედამიწის უახლოესი მეზობელია.

ჰარვარდის ასტროფიზიკის ცენტრის მეცნიერებმა, ნასას კეპლერის კოსმოსური ტელესკოპით გადაღებული ფოტოები დაამუშავეს. მონაცემთა ბაზის შესწავლის შემდეგ მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ გალაქტიკაში მოციმციმე წითელი ვარსკვლავების ექვს პროცენტს დედამიწის ზომის პლანეტები ახლავს თან.

მკვლევარების აზრით, ყველაზე ახლოს მდებარე პლანეტას დედამიწისგან 13 სინათლის წელიწადი აშორებს..
XS
SM
MD
LG