გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ფილიპინებზე ქარიშხალ "ჰაიანის" შედეგად დაზარალებულთათვის 301 მილიონი დოლარით დახმარებას გეგმავს.
გასულ კვირას, არქიპელაგის ცენტრალურ ნაწილში სტიქიით გამოწვეულ ძლიერ ქარებსა და ცუნამის მაგვარ ტალღებს 10,000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 660 ათასმა ფილიპინელმა კი საცხოვრებელი სახლი დატოვა.
გაეროს განცხადებით, ტაიფუნით დაზარალებულებს ახლა ყველაზე მეტად სურსათი, წყალი, ჭერი და წამლები სჭირდებათ.
დღეს მანილაში გაეროს ჰუმანიტარული საქმიანობის დეპარტამენტის გენერალური მდივნის მოადგილემ განაცხადა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ფილიპინების კრიზისს ერთერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენად განიხილავს და სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს აფასებს:
„იმის გამო, რომ სტიქიის ზონის ზოგიერთ ნაწილში შესვლა ჯერჯერობით ვერ ხერხდება, დანამდვილებით არ ვიცით, რა კონკრეტული დახმარება სჭირდებათ დაზარალებულებს; “- განაცხადა გაეროს წარმომადგენელმა.
ქარიშხალ "ჰაიანის" შედეგად ფილიპინების რამდენიმე პროვინციაში ელექტროენერგია გაითიშა. ზოგიერთ ქალაქში შესვლას მაშველები დღემდე ვერ ახერხებენ. თვითმხილველთა განცხადებით, ქალაქ ტაკლობანში ქუჩები დღემდე დაღუპულთა ცხედრებითაა მოფენილი.
გაეროს გეგმის მიხედვით, განხორციელდება 15 პროექტი, რომლებიც ფილიპინების მთავრობას სამოქალაქო დაცვის, ჯანდაცვის და სოციალური სამსახურების მუშაობაში დაეხმარება.
პენტაგონის განცხადებით, გუშინ ამერიკულმა ავიამზიდმა ფილიპინებისკენ გეზი აიღო, რომელზეც 5,000 მეზღვაური და 80 თვითმფრინავი იმყოფება. სამხედრო ხომალდი არქიპელაგს ორ დღეში მიაღწევს. მანამდე კი ფილიპინებზე მყოფი 200 ამერიკელი სამხედრო სახმელეთო სამაშველო ოპერაციებში იღებს მონაწილეობას.