ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფილიპინები ტაიფუნის მოლოდინში


ტაიფუნი საათში 250 კილომეტრის სიჩქარისაა და ვიდრე ფილიპინებამდე მიაღწევს სავარაუდოდ გაძლიერდება.

ფილიპინების ცენტრალური ნაწილისკენ ქარიშხალი მიემართება, რის გამოც ფილიპინების მთავრობამ მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა.
ტაიფუნი საათში 250 კილომეტრის სიჩქარით მოძრაობს და ვიდრე ფილიპინებამდე მიაღწევს სავარაუდოდ გაძლიერდება.

ფილიპინელთა განცხადებით, ქარიშხალი მათთვის წელიწადის ამ დროს მოუოლოდნელობა არ არის, რადგან ნოემბერ-დეკემბერში ფილიპინებზე ამინდი განსაკუთრებით მკაცრია.

ქარიშხალთან ერთად ფილიპინებზე წვიმა და ქარიცაა მოსალოდნელი. შეჩერებულია ბორნების და ნავების გადაადგილება და მაშველები საჭიროების შემთხვევისთვის მზადყოფნაში არიან.
XS
SM
MD
LG