პულიცერის პრემიის მფლობელი ამერიკელი მწერალი ფილიპ როთი გარდაიცვალა.
ის ნიუ-იორკში გუშინ, გულის უკმარისობის შედეგად დაიღუპა. გამოჩენილი მწერალი, რომლის კარიერაც 50 წელს ითვლის, 85 წლის იყო.
როთიმ საყოველთაო აიღიარება მოიპოვა 1959 წელს გამოცემული ნოველით „მშვიდობით, კოლუმბუს“ — ებრაელ-ამერიკელთა ცხოვრების იუმორისტული აღწერა, რომელმაც მას აშშ-ის ნაციონალური წიგნის ჯილდო მოუტანა.
1969 წელს როთი პოპულარული ხდება რომანით „პორტნოის სინდრომი“, ამის შემდეგ მისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული ავტორი გახდა.
რომანი, რომელმაც ავტორს პულიცერის ჯილდო მოუტანა, 1998 წელს შექმნილი "ამერიკული პასტორალი" იყო.
ხოლო მისი 2001 წლის რომანი „ადამიანური ლაქა“ (Human Stain) დიდი ბრიტანეთის სალიტერატურო პრემიის ლაურეატი გახდა წლის საუკეთესო წიგნისთვის.
Facebook Forum