ავღანეთში ჩრდილო-ატლანტიური ალიანსის სამხედრო ძალების მეთაურის გენერალ დევიდ პეტრეუსის განცხადებით წელს უფრო ინტენსიური ბრძოლებია მოსალოდნელი, რადგან ნატოს ძალები ადრე თალიბების კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე შევიდნენ.
ამ საკითხთან დაკავშირებით გენერალმა პეტრეუსმა ძალზე დიპლომატიური პასუხი გასცა ნატოს ტელევიზიის შეკითხვას: “ ჩვენ ვფიქრობთ, რომ მდგომარეობა დაიძაბება. ახლა ავღანეთში წინა წელთან შედარებით უფრო მეტი ძალები გვყავს. 110 000-ზე მეტი ჯარისკაცი. თუ ამას ავღანეთის 70 000 კაციან არმიას და მოკავშირეების 40 000 ჯარისკაცს დავუმატებთ აშკარა გახდება რომ ჩვენი ძალები ავღანეთის მთელს ტერიტორიაზეა გაფანტული.“
გენერალი პეტრეუსი მიიჩნევს რომ თალიბები არ შეურიგდებიან პოზიციების დაკარგვას და კონტრშეტევას წამოიწყებენ.