ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პენტაგონი რუსეთის ბირთვული იარაღის განლაგების ცვლილებას ვერ ხედავს


პენტაგონი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ სტრატეგიული ბირთვული იარაღის მიმართულებით ცვლილებას ვერ ხედავს. ეს კი, თავდაცვის დეპარტამენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი "უპასუხისმგებლო რიტორიკას" იყენებს და საუბრობს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებით სამხედრო წვრთნების გეგმებზე.

რუსეთმა ორშაბათს თქვა, რომ სამხედრო წვრთნას ჩაატარებს, რომლის ნაწილიც ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებაც იქნება. მოსკოვი ამბობს, რომ ეს საჭირო გახდა საფრანგეთის, ბრიტანეთისა და ამერიკის მხრიდან მომავალი საფრთხეების გამო. ამასთან, ოფიციალური განცხადების თანახმადვე, წვრთნების ბრძანება პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გასცა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ წვრთნებში სამხრეთის სამხედრო რაიონის სარაკეტო ძალები, ავიაცია და საზღვაო ძალები მიიღებენ მონაწილეობას. წვრთნები კი, რომელსაც სამინისტრო "არასტრატეგიული ბირთვული ძალის" შემოწმებაას უწოდებს, უწყების მტკიცებით, იმისთვისაა საჭირო, რომ რუსეთის "ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი გარანტირებული იყოს"

"ჩვენ არ გვინახავს რაიმე ცვლილება მათი შესაძლებლობების სტრატეგიულ პოზიციონირებაში. ცხადია, განვაგრძობთ დაკვირვებას", - განაცხადა ამერიკის საჰაერო ძალების გენერალ მაიორმა პატრიკ რაიდერმა, პენტაგნის პრესსპიკერმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კი ამბობს, რომ წვრთნების მიზანი დასავლეთში "გაცხელებული თავების გაგრილებაა". მოსკოვი "კოლექტიურ დასავლეთს" რუსეთისა და ნატს პირდაპირი სამხედრო კონფრონტაციის მცდელობაში ადანაშაულებს.

რაიდერმა მოსკოვის რიტორიკას უპასუხა და თქვა, რომ ეს "უპასუხისმგებლო" განცხადებებია, როგორიც რუსეთისგან აქამდეც ბევრჯერ მოუსმენიათ.

XS
SM
MD
LG