დღეს, ისრაელის პრეზიდენტ რუვენ რივლინთან შეხვედრაზე, მაიკ პენსმა კიდევ ერთხელ გაუსხვა ხაზი იმ გარემოებას, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ბირთვული შეთანხმებით უკმაყოფილოა. შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის თქმით, 2015 წელს დადებული საერთაშორისო შეთანხმება უნდა შეიცვალოს და ამასთან დაკავშირებით ამერიკამ ევროპელ მოკავშირეებს სიგნალი უკვე გაუგზავნა.
ვიცე-პრეზიდენტი პენსი ვიზიტით ისრაელში იმყოფება. პრეზიდენტთან შეხვედრამდე, ის ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა. ქნესეთში გამოსვლისას, მაიკ პენსმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების საელჩო იერუსალიმში 2019 წლის ბოლომდე გადავა.
Facebook Forum