ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველომ "PACE"-ში რუსეთის უფლებამოსილების აღდგენას მხარი არ დაუჭირა


კახა კუჭავა, ქართული დელეგაციის ხელძღვანელი
კახა კუჭავა, ქართული დელეგაციის ხელძღვანელი

“ვიდრე ევროსაბჭოს ძირითადი პრინციპების - საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებათა ფუნდამენტური ნორმების ამგვარი უგულებელყოფის მოწმენი ვართ და ეს ნორმები წარმოადგენს ევროსაბჭოს მთავარ პრინციპს, ჩვენ მხარს არ დავუჭერთ რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხს" - ეს განცხადება, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ქართული დელეგაციის ხელძღვანელმა, კახა კუჭვამ გააკეთა.

ასამბლეა, დღეს რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების საკითხს უყრიდა კენჭს. საბოლოოდ, ასამბლეამ, რუსეთის ფედერაციის დელეგაციისთვის უფლებამოსილების დადასტურებას მხარი დაუჭირა - 107 მომხრე, 36 - წინააღმდეგი, 24-მა თავი შეიკავა.

რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების ცნობა უკრაინის დელეგაციამ გაასაჩივრა, მოთხოვნას მხარი საქართველომაც დაუჭირა.

ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, სიტყვით გამოსვლისას, ვრცლად ისაუბრა რუსული ოკუპაციის, 2008 წლის ომისა და ნაკისრი ვარლდებულებების შსახებ, რომელსაც რუსეთის ფედერაცია არ ასრულებს.

„რუსეთმა დაარღვია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის წამების აკრძალვა, სიცოცხლის უფლება, გადაადგილების თავისუფლება და საკუთრების უფლება. ნება მიბოძეთ გკითხოთ, შეიცვალა რამე 2008 წლის შემდეგ? ასრულებს რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას? იკვეთება მისი დამოკიდებულების ან ქცევის ცვლილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ? შეასრულა მან ევროსაბჭოს რეკომენდაციები? ყველა ამ კითხვაზე პასუხი ცალსახაა - არა“ - თქვა კუჭავამ სიტყვით გამოსვლისას.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო ასამბლეას განუმარტა, რატომ არ უჭერდა საქართველო მხარს, რუსეთის ფედერაციის დელეგაციის უფლებამოსილების ცნობას.

„ამ ყველაფერს თან ერთვის რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების არ შესრულება და ახალი ნაბიჯების გადადგმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ. შესაბამისად, სანამ ევროსაბჭოს ძირითადი პრინციპების - საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებათა ფუნდამენტური ნორმების ამგვარი უგულებელყოფის მოწმენი ვართ და ეს ნორმები წარმოადგენს ევროსაბჭოს მთავარ პრინციპს, ჩვენ მხარს არ დავუჭერთ რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხს" - განაცხადა ჯუჭავამ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სრულფასოვანი მუშაობისა და ხმის უფლება რუსეთს 2014 წლის შემდეგ, ყირიმის ანექსიის გამო ჩამოერთვა. 2019 წლის ივნისში, ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთს, 2020 წლიდან, ასამბლეაში სრულფასოვნად დაბრუნების შესაძლებლობა მისცა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG