ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქრისტეს "ეკლის გვირგვინი" პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხანძარს გადაურჩა


საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარის აღდგენას ხუთ წელიწადში მოახერხებს. ადგილზე ინსპექტორები მუშაობენ იმის დასადგენად, თუ რამდენად სტაბილურია კათედრალის დარჩენილი სტრუქტურა.

მაკრონმა სიტყვით გამოსვლისას, სამშაბათს, განაცხადა, რომ ტაძარი რეკონსტრუქციის შემდეგ “კიდევ უფრო ლამაზი” იქნება.

ფრანგულმა ბიზნესებმა და მოქალაქეებმა ტაძრის აღდგენისთვის საჭირო 800 მილიონი დოლარი უკვე გაიღეს. პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ფილიპემ ორშაბათს მსოფლიო შეჯიბრი გამოაცხადა კათედრალის ცნობილი სვეტის აღსადგენად.

თუმცა გუნდი, რომელიც კათედრალის რესტავრაციაზე მუშაობდა ამბობს, რომ სამუშაოების დასრულებას შესაძლოა ათწლეულები დასჭირდეს.

პარიზის საკათედრო ტაძარში, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი ტურისტული დანიშნულების ადგილია, ცეცხლი ორშაბათს გაჩნდა. მეხანძრეები ცეცხლის ალებს ადგილზე, 9 საათის განმავლობაში ებრძოდნენ.

მაშინ როცა კათედრალის სვეტი და სახურავი ჩამოიშალა, მისი კედლები, ცნობილი სამრეკლო და ფერადი მინის სარკმელები გადარჩა. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ხელოვნების ნიმუშთა ნაწილი დაზიანებულია, მათ შორის მთავარი ორღანიც, თუმცა ბევრი ნამუშევარი და არტიფაქტი ხანძარს გადაურჩა და ლუვრის მუზეუმში იქნება გადატანილი.

გადარჩენილ არტიფაქტებს შორის არის ტაძრის ყველაზე წმინდა რელიქვია, ერთი ვერსიით, იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი, რომელითაც ის ჯვარს აცვეს. ასევე მე-13 საუკუნის ტუნიკი, რომელიც საფრანგეთის მეფეს ლუი IX-ს ეკუთვნოდა.

ზარალის რაოდენობა ამ დრომდე სრულად დადგენილი არ არის. პარიზის პროკურორმა ხანძრის გაჩენის მიზეზების შესაწავლად საქმე აღძრა. პირველადი ვერსიით, ხანძრის მიზეზი მიმდინარე რეკონსტრუციული სამუშაოები გახდა.

ხანძარს რომის პაპის გამოეხმაურა. ვატიკანის განცხადებით, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი “მსოფლიოსა და საფრანგეთში ქრისტიანობის სიმბოლოა”. ვატიკანის პრესსპიკერმა, ალესანდრო ჯისოტიმ განაცხადა, რომ პაპი ლოცულობს “მათთვის ვინ ცდილობს ამ დრამატულ სიტუაციასთან გამკალვებას”.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG