შეერთებული შტატები და იაპონია შეთანხმდნენ ახალი რადარის აგების შესახებ, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტების წინაღმდეგ იქნება მიმართული.
შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, ლეონ პანეტა თავის იაპონელ კოლეგას, სატოში მორიმოტოს შეხვდა ტოკიოში, რომლის დროსაც მხარეებმა განაცხადეს, რომ ახალი რადარი ჩინეთის წინააღმდეგ არ იქნება მიმართული.
ლეონ პანეტას განცხადებით: „შეერთებული შტატები და იაპონია დამატებით სადამკვირვებლო რადარს ააგებენ, რომელიც იაპონიის ტერიტორიის დაცვას გააძლიერებს და ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტებისგან მომავალ საფრთხეს გაანეიტრალებს, რაც იაპონიასთან ერთად ამერიკასაც ემუქრება.“
სარადარო სისტემები, რომლებიც ამ რეგიონის საჰაერო სივრცეს აკონტროლებენ იაპონიის ტერიტორიის გარდა ამერიკულ სამხედრო გემებზეც არის დამონტაჟებული.