ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გამოხმაურებები "პანამის დოკუმენტებზე"


I
I

საგამოძიებო ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმის (ICIJ) მიერ „პანამის დოკუმენტების“ სახელით ცნობილმა ჟურნალისტურმა გამოძიებებმა

შეერთებულ შტატებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ჟურნალისტური გამოძიება პანამური იურიდიული კომპანიიდან ანონიმურად გამოჟონილ დოკუმენტებს ეყრდნობა, რომლებშიც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და სხვა ლიდერები არიან მოხსენიებულნი.

ამერიკული საკონსულტაციო კომპანიის Eurasia Group-ის პრეზიდენტი იან ბრემერი გამოქვეყნებულ მასალებს ტვიტერის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა. მისი თქმით დემოკრატიულ საზოგადოებებში „პანამას დოკუმენტები“ საფრთხეს უქმნის კორუფციაში ჩართულ ინდივიდებს, დიქტატურაში კი თავად რეჟიმებს.

ბრემერი ასევე წერს, რომ „ყველამ იცის დიქტატორების კორუფციულობის შესახებ,“ თუმცა კონკრეტული ფაქტების გამოაშკარავება მათთვის ნამდვილი საფრთხეა.

ანალიტიკოსები ასევე აღნიშნავენ ადგილობრივი მედია საშუალებების როლს და ყურადღებას იმაზე ამახვილებენ, რომ რუსული სახელმწიფო მედია საშუალებები სრულიად უგულებელყოფენ ამ თემებს.

„პანამას დოკუმენტები ადასტურებს, რომ დასავლეთში პრესა თავისუფალია. რუსეთში კი ასე არ არის და სახელმწიფო მედია სა ყურადღებას არ აქცევს ამ მასშტაბურ საკითხს,“ წერს ტვიტერში გეორგ კლაინი, ფლორიდის უნივერსიტეტის პროფესორი.

კლაინი ასევე აღნიშნავს, რომ პრინციპული სხვაობაა რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტებს შორის, რომლებიც ჟურნალისტური გამოძიების ინტერესში მოექცნენ. „პუტინისგან განსხვავებით, პოროშენკო არასდროს უარყოფდა რომ ის მდიდარია,“ სწორედ ესაა კლაინისთვის მთავარი განსხვავება.

ცნობილი ბრიტანელი ფინანსისტი და საინვესტიციო ფონდ ჰერმიტიჯ კაპიტალის მეთაური წერს, რომ „საქმესთან დაკავშირებით შეერთებულ შტატებში რამდენიმე დაკავებაა მოსალოდნელი.“

XS
SM
MD
LG