ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პალესტინაში ერთიანი მთავრობა იქმნება


ფათხი და ჰამასი მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს და ღაზას სექტორს ბოლო 7 წლის მანძილზე ცალ-ცალკე მართავდნენ

პალესტინელთა პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი ახალ, ერთიან მთავრობაში ფიცს დებს. საზეიმო ცერემონიალი ქალაქ რამალაში გაიმართა. ფათხი და ჰამასი მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს და ღაზას სექტორს ბოლო 7 წლის მანძილზე ცალ-ცალკე მართავდნენ.

შეერთებული შტატები ჰამასს ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ დაჯგუფების პალესტინელთა მთავრობაში მონაწილეობასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ჯენ ფსაკის განცხადებით, მაჰმუდ აბასი ცდილობს დაარწმუნოს ჯონ კერი იმაში, რომ მისი მთავრობა არაძალადობრივი პოლიტიკის ერთგული იქნება. სახელმწიფო მდივნის განცხადებით, შეერთებული შტატები ახალ მთავრობას მისი შემადგენლობის, პოლიტიკის და ქმედების მიხედვით შეაფასებს.
XS
SM
MD
LG