ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ კერი იორდანიაში მართავს შეხვედრებს


მხარეები უსაფრთხოების საკითხებზე, საზღვრებზე და იერუსალიმის სტატუსზე უნდა შეთანხმდნენ

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი იორდანიაში იმყოფება, სადაც ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო შეთანხმების დეტალების შემუშავებაზე იმუშავებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ის წითელი ზღვის პორტ აქაბაში პარასკევს ჩავიდა, სადაც იორდანიის მეფე აბდულას შეხვდება.

კერი ჩარჩო სამშვიდობო შეთანხმების გამოცხადებას აპრილის ბოლოს გეგმავს, როცა მოლაპარაკებების მიმდინარე რაუნდი დასრულდება.

მოლაპარაკების დეტალები ცნობილი არ არის, თუმცა ორივე მხარე საჯაროდ ადანაშაულებს ერთმანეთს კომპრომისზე წასვლაზე უარის თქმასთან დაკავშირებით.

ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ პალესტინელების პრეიზიდენტ მაჰმუდ აბასს ისრეალის ებრაულ სახელმწიფოდ აღიარებას სთხოვს. აბასი ამ მოთხოვნის შესრულებაზე უარს ამბობს და აცხადებს, რომ ასეთი აღიარება საფრთხეს შეუქმნის ისრაელში მცხოვრებ არაბებს და ისრაელის ტერიტორიიდან დევნილ პალესტინელებს, რომლებსაც შესაძლოა საკუთარ სახლებში დაბრუნება სურდეთ.

ისინი ასევე უნდა შეთანხმდნენ უსაფრთხოების საკითხებზე, საზღვრებზე და იერუსალიმის სტატუსზე.

XS
SM
MD
LG