ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნათანიაჰუს განცხადებით ის ყველაფერს აკეთებს პალესტინელებთან სამშვიდობო მოლაპარაკებების გასაგრძელებლად.
ეს განცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატების სპეცილურ წარმომადგენელთან ჯორჯ მიტჩელთან შეხვედრის წინ გააკეთა.
ამერიკელი ელჩი ამაოდ ცდილობდა პალესტინელთა დათანხმებას მოლაპარაკებების გაგრძელების შესახებ, მას შემდეგ რაც ისრაელმა ებრაული დასახლებების მშენებლობაზე გამოცხადებული მორატორიუმის გაგრძელება აღარ ისურვა.
ბენიამინ ნათანიაჰუმ უარყო შეერთებული შტატების წინადადება მორატორიუმი კიდევ ორი თვით გაგრძელების შესახებ, რომელიც ისრაელისთვის გარკვეულ დივიდენდებს ითვალისწინებდა.