პაკისტანში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 35 დაიჭრა. ტერაქტი ჯამია ულემა-ი-ისლამის პარტიის საპარლამენტო კანდიდატის, საიდ ჯანანის წინააღმდეგ იყო მიმართული.
აფეთქება ქალაქ ჰანგუს ხალხმრავალ ბაზარში მოხდა. ჯერჯერობით უცნობია დაიჭრა თუ არა ჯანანი ტერაქტის დროს, რომელიც უკვე მეორედ განახორციელეს ამ ისლამური პარტიის წინააღმდეგ.
პაკისტანში საპარლამენტო არჩევნების წინ გახშირდა ტერაქტების რიცხვი, რომლებიც ძირითადად სეკულარული პარტიების წინააღმდეგ არის მიმართული, თუმცა, თალიბები ჯამია ულემა-ი-ისლამის პარტიას გადაემტერნენ პაკისტანის წინა მთავრობასთან პოლიტიკური ალიანსის გამო.