ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისლამაბადში მთავარი პროკურორი მოკლეს


ჩოდრი ზულფიკარი რამდენიმე გასროლით მოკლეს, მისი მცველი კი დაჭრეს

პაკისტანის პოლიციის განცხადებით, ისლამაბადში მთავარი პროკურორი მოკლეს, რომელიც 2008 წელს მუმბაის ტერაქტების და პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობის საქმეს იძიებდა.
ჩოდრი ზულფიკარი რამდენიმე გასროლით მოკლეს, მისი მცველი კი დაჭრეს. დაიღუპა ასევე გამვლელი ქალი, რომელსაც პროკურორის მანქანამ დაარტყა. მკვლელები მოტოციკლეტით მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან.
ამ საქმეზე მომუშავე კიდევ ერთი პროკურორის, მუჰამედ აზარ ჩოდრის განცხადებით:“ ჩვენ დიდი ხანია გვემუქრებოდნენ, ჩვენს მოწმეებს ემუქრებოდნენ. სასამართლოსაც მივმართეთ, რათა მთავრობას ჩვენთვის დაცვა დაენიშნა, მაგრამ არავინ მოგვისმინა.“
პაკისტანში 11 მაისს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ გახშირდა პოლიტიკური მკვლელობები. პოლიციის განცხადებით, ქალაქ ყარაჩიში დეპუტატობის კანდიდატი სადიყ ზამან ხატაკი მოკლეს.
XS
SM
MD
LG