ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თავდასხმა პაკისტანში


ამბოხებულებმა ექვსი ჯარისკაცი მოკლეს

პაკისტანის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ავღანეთიდან გადმოსულმა ამბოხებულებმა ექვსი პაკისტანელი ჯარისკაცი მოკლეს. ხელისუფლების ცნობით, შეიარაღებულმა პირებმა პაკისტანელ სამხედროებზე შეტევა ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში განახორციელეს. ისლამაბადი აცხადებს, რომ ავღანეთიდან ამბოხებულები ხშირად გადმოდიან პაკისტანის ტერიტორიაზე და თავს ესხმიან პაკისტანელ სამხედროებს. ამავდროულად, შეერთებული შტატების ოფიციალური პირები ბრალს დებენ პაკისტანში მოქმედ ამბოხებულებს ავღანეთში ინფილტრაციასა და თავდასხმების მოწყობაში.
XS
SM
MD
LG