8 მუსლიმური განვითარებადი ქვეყნის ლიდერები პაკისტანში ვაჭრობისა და ინვესტირების შესახებ მსჯელობას იწყებენ.
ოთხშაბათს პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰინა რაბანი ქარი მიესლმა ისლამაბადში ჩასულ ლიდერებს და დელეგატებს, რომელთა შორისაა:პაკისტანი, ინდონეზია, ეგვიპტე, ნიგერია, თურქეთი, ბანგლადეში,ირანი და მალაზია.
სამიტი დღეს გაიხსნება. დისკუსიების ძირითადი თემებია: ვაჭრობის განვითარება და რვა განვითარებად ქვეყანაზე გლობალური რეცესიის გავლენა. ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, სამიტის მნიშვნელობა შესაძლოა ღაზის სექტორში მიმდინარე მოვლენებმა დაჩრდილოს.ამის მიზეზი კი ის არის, რომ საერთაშორისო და რეგიონალური ლიდერების ძირითადი საზრუნავი დღესდღეობით ღაზაში ძალადობის აღკვეთაა.
სამიტის გახსნამდე პაკისტანმა ნიგერიის წარმომადგენელთა ჯგუფი ორი წლის ვადით რვა განვითარებადი ქვეყნის გაერთიანების თავმჯდომარედ დაასახელა.