პაკისტანის ქალაქ ფეშავარში შეიარაღებულმა პირებმა პოლიციის ესკორტზე მიიტანეს იერიში, რის შედეგადაც ექვსი პოლიციელი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამბოხებულები ნაღმმტყორცნებით იყვნენ შეიარაღებული. პოლიციის ესკორტი ფეშავარიდან ქალაქ კოჰატში მიემართებოდა. დაჭრილმა მძღოლმა კოჰატში ჩაღწევა მაინც შეძლო, სადაც დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.
თავდასხმა პაკისტანში
შეტევის შედეგად 6 პოლიციელი დაიღუპა