პაკისტანის პოლიციის განცხადებით, დღეს, ისლამაბადში, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. ინციდენტის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 4 ადამიანი.
თავდასხმა ისლამაბადში პირველი შემხვევაა ბოლო ორი წლის განმავლობაში.
მომხდარზე ჯერჯერობით არავის აუღია პასუხისმგებლობა. თუმცა პაკისტანის თალიბები არაერთხელ დაიმუქრნენ აფეთქებებით ოსამა ბინ ლადენის სიკვდილზე შურისძიების მიზნით.