პაკისტანის ოფიციალური პირების განცხადებით, ქალაქ პეშავართან გატაცებული გასამხედროვებული ფორმირების 21 წევრის გვამი აღმოაჩინეს. როგორც ადგილობრივი ხელისუფლების პრესპიკერმა ნავიდ აკბარ ხანმა განაცხადა, მოკლულებს პეშავართან ახლოს, ჯაბაის რაიანის სასაზღვრო ნაწილში მიაგნეს.
თავდამსხმელებმა ორ საგუშაგოზე მიიტანეს იერეიში, საიდანაც გაიტაცეს შეიარაღებული ფორმირების 23 წევრი. პაუხსიმგებლობა ინციდენტზე ამ დრომდე არავის აუღია თავის თავზე, თუმცა პროვინცია, სადაც ეს შემთხვევა მოხდა პაკისტანის ტომებით დასახლებულ იმ რეგიონს ესაზღვრება, სადაც თალიბებისა და ალ ყაიდას თავშესაფარია.
პაკისტანში გატაცებული 21 ადამიანის გვამი იპოვეს
გატაცებულები გასამხედროვებული ფორმირების წევრები იყვნენ